ევრო (სიმბოლო: €; საბანკო კოდი: EUR) ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული 300 მილიონი ევროპელისთვის ევროგაერთიანების შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, პორტუგალია, ესპანეთი და ესტონეთი, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არა-წევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.
ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე როგორც სააღრიცხვო ვალუტა შემოვიდა 1999 წელს, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი შემოღებულ იქნა 2002 წელს. ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც.
ევროს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) და ევროპის ცენტრალურ ბანკთა სისტემა (რომელშიც წევრ ქვეყანათა ცენტრალური ბანკები შედის). როგორც დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი, ეცბ-ს ერთპიროვნული უფლება აქვს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის. ეცბს მონაწილეობს პანკნოტების ბეჭდვაში, მონეტების ჩამოსხმაში და მათ სისტემაში გავრცელებაში ყველა წევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ევროზონის საგადამხდელო სისტემის ფუნქციონირებაში.
წყარო
No comments:
Post a Comment