კოლხური თეთრი---დღესდღეობით, მისი 7 ნომინალია ცნობილი: 1. ოთხდრაქმიანი, რომლის შუბლზე მოცემულია ლომის თავი, ზურგზე კი - კვადრატში ჩასმული ფრთოსანი ცხენი; 2. ორდრაქმიანი, რომლის ავერსზე გამოსახულია ლომი, ხოლო რევერსზე - ოთხკუთხედში ჩასმული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანი; 3. ორდრაქმიანი. მის ავერსზე გამოსახულია ადამიანის თავი პროფილში, რევერსზე - ოთხკუთხედებში ჩასმული ადამიანების თავები ერთმანეთის პირისპირ; 4. ერთდრაქმიანი. მის შუბლზე მოცემულია ლომის თავი, ხოლო ზურგზე - ოთხკუთხედში ჩასმული ლომის თავი; 5. ნახევარდრაქმიანი, რომლის ავერსზე გამოსახულია ადამიანის თავი პროფილში, ხოლო რევერსზე - ხარის თავი; 6. ნახევარდრაქმიანი. მის შუბლზე მოცემულია ლომის თავი პროფილში, ხოლო ზურგზე ასევე ლომია ოთხკუთხედში ჩასმული; 7. უმცირესი დრაქმა, რომლის ავერსზე მოცემულია ადამიანის თავი პროფილში, რევერსზე კი - ფრინველი.
სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია რომ კოლხური თეთრი მიმოქცევაში იყო ხანგრძლივი დროის მანძილზე ძვ. წ. VI- ახ. წ . I სს. მისი გავრცელების არეალი მნიშვნელოვნად სცილდებოდა კოლხური სახელმწიფოს გეოგრაფიულ საზღვრებს,
რაც მიანიშნებს იმ გაცხოველებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომელიც ძველ კოლხებს ჰქონდა მეზობელ ქვეყნებთან.
No comments:
Post a Comment